პროექტის სახელწოდება:
ბუნება რომანტიკოსთა შემოქმედებაში.
პროექტის თემა:
რას წარმოადგენს ბუნება რომანტიკოსებისათვის?
დავსვამ შეკითხვებს:1იცნობთ
თუ არა ქართველ რომანტიკოსებს?
2.მათ მიერ ბუნების
თემაზე დაწერილი რომელი ნაწარმოებები წაგიკითხავთ?
შევარჩიოთ რომელიმე
ნაწარმოები თემის გასაანალიზებლად.
სახელდება ალ. ჭავჭავაძის
„გოგჩა“.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი იმით არის აქტუალური, რომ მოსწავლეები ჩაწვდებიან რომანტიკოსების ბუნებით დაინტერესების
მთავარ მიზეზებს. იგი ხელს შეუწყობს მათ იმაში, რომ ჩამოუყალიბდებათ საკუთარი დამოკიდებულება
ბუნებისადმი, აღიქვამენ ბუნებისა დაცხოვრებისეული პრობლემების ურთიერთმიმართებას, რადგან
ეს პროექტი ასახავს ცხოვრებისეულ ღირსებებსა და პრობლემებს, რომ ადამიანი ბუნების განუყოფელი
ნაწილია, ყველაფერი წარმავალია, ბუნება კი მარადიულია, ამიტომ ადამიანის სახელი უნდა
დარჩეს ამქვეყნად, რაც თავდაუზოგავი შრომისა და ნიჭით მიიღწევა.
პროექტის მიზნები:
ბავშვები ჩაწვდებიან
ადამიანის სულიერ სამყაროსბუნების წვდომა გაუფაქიზებთ შინაგან გრძნობებს. გაიგებენ
, რომ ბუნება წარმოადგენს უშუალო კავშირს ობიექტურ სინამდვილესა და ადამიანის სუბიექტურ
სამყაროს შორის.
მონაწილეთა ასაკი:15
წელი.
ვადები: 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:
ეცოდინებათ რომანტიზმის წარმოშობის ისტორია და ქართული რომანტიზმის თავისებურებები.
განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუსაობის უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ ერთმანეთის აზრის პატივისცემისა და გაზიარების უნარები.
ზირითადი რესურსები:
1. „ქართველი მწერლები სკოლაში“, ალ. ჭავჭავაძის სურათი, გოგჩის-სევანის ტბის სურათი,
კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:
1 აქტივობა: თემის
წარდგენა და შერჩევა.“გოგჩის“ წაკითხვა
2 აქტივობა: დავსვამ
სეკითხვებს არჩეულ თემასთან დაკავშირებით: 1სად მდებარეობს გოგჩის ტბა? 2. რა გრძნობა
დაგეუფლათ ლექსის წაკითხვის შემდეგ? 3 რა მხატვრული ხერხებია გამოყენებული ტექსტში?
3. აქტივობა: დავყავი
კლასი ჯგუფებად და გავუნაწილე ფუნქციები.
4. აქტივობა: პროექტის
პრეზენტაცია.
საგნებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია და გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი:
დოდო ჟღენტი
No comments:
Post a Comment